LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini ელექტრომობილის განვითარებას აგრძელებს, თუმცა 2026 წელს ჰიბრიდებს წარადგენს

121
1098x1098

Lamborghini-მ უარი თქვა სრულად ელექტრული გრანდ-ტურერის გამოშვებაზე და გადაწყვიტა, ის ჰიბრიდულ სისტემაზე გადაიყვანოს. მიუხედავად ამისა, კომპანია  ბატარეაზე მომუშავე ავტომობილების კონცეფციას სრულად არ ტოვებს.

როგორც სააგენტო Reuters-ს კომპანიის ხელმძღვანელმა, სტეფან ვინკელმანმა განუცხადა, ელექტრომობილების მიმართულებით ინვესტიციები გრძელდება, თუმცა ახლა ისინი უფრო გრძელვადიან პერსპექტივად განიხილება.

კომპანია 2026 წელს რამდენიმე ახალ მოდელს წარადგენს, თუმცა ყველა მათგანი ჰიბრიდული იქნება. ეს განცხადება Lamborghini-ის 2025 წლის ფინანსური ანგარიშის ფარგლებში გაკეთდა, სადაც კომპანიის სტაბილური მდგომარეობა აღინიშნა, მიუხედავად მოგების გარკვეული შემცირებისა.

დეტალები ოფიციალურად არ გახმაურებულა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ახალი მოდელები უკვე არსებული ავტომობილების ვარიაციები იქნება. მათ შორის შეიძლება იყოს Lamborghini Revuelto-ს როდსტერი, Lamborghini Urus-ის უფრო მძლავრი ვერსია ან Lamborghini Temerario-ს ღია მოდიფიკაცია.

რაც შეეხება სრულად ელექტრომობილს, ვინკელმანის თქმით, კომპანია ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს „საგანგებო შემთხვევისთვის“ – ბაზრის შესაძლო ცვლილებების მოლოდინში.

მისივე განცხადებით, არსებული ელექტრომობილები ბევრ მომხმარებელს მოლოდინებს ვერ უმართლებს, ხოლო ელექტრიფიკაციის მიმართ წინააღმდეგობა ბაზარზე იზრდება. Lamborghini-ის პროგნოზით, თუ ვითარება შეიცვლება, ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები