საქართველოს სახალხო დამცველმა, 31 მარტს, პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა.
როგორ დოკუმენტშია აღნიშნული, 2025 წელს სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა 1 307 607 პირს შეადგენდა.
„სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. 2025 წელს სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1 307 607 პირს. აქედან საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაა 463 122 მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა. სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. საგულისხმოა, რომ მაღალია ხანდაზმულ პირთა სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი. ამის გამო, ქვეყანაში ხანდაზმულები მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან”,- აღნიშნულია ანგარიშში.
