LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იფუნქციონირებს – პარლამენტმა ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

126
პარლამენტი

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იფუნქციონირებს.

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.

აღნიშნული პროექტი 81 ხმით, ერთხმად მიიღეს.

ცნობისათვის, 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს, ასევე „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g