LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმწეო მდგომარეობაში მყოფ მეუღლის შვილიშვილს რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა“ – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

1192
ბრალდება

„თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა“ – შსს-მ 65 წლის მამაკაცი დააკავა

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ მეუღლის შვილიშვილს რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა.

„[პირი] ასევე უმწეო მდგომარეობაში მყოფი მეუღლის შვილიშვილების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის და ნდობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის და ნდობის გამოყენებით, ჩადენილი არასრულწლოვანის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ) (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g