გვერდი Geo Team ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ფეხბურთელი თავისი წარმატებული მატჩებისა და გატანილი გოლების შესახებ საუბრობს.
ხვიჩა კომენტარისას ხუმრობით ამბობს, რომ მგონი, ქართული დაავიწყდა:
„ბედნიერი ვარ იმით, რომ გამოდის საგოლე გადაცემა და სულ გოლს ვიტან. ბიჭო, მგონი, ქართული დამავიწყდა. რა მჭირს… ძალიან ბედნიერი ვარ, მამარდამაც წარმატებები მისურვა. თუ გინდა, ინგლისურად ჩამწერე“, აღნიშნავს სიცილით ხვიჩა.
