დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ 19 აპრილს დაბადების დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა.
კადრებში ვხედავთ, როგორ ენერგიულად ცეკვავს არველაძეების დედა თამრიკო დოლიძე თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.
წვეულებიდან კადრებს სოციალურ ქსელში თეონას რძალი, ქეთი წიქვაძე და მანიკა ასათიანი გვიზიარებენ.
აღსანიშნავია, რომ არველაძეების საზეიმო განწყობამ, სიმღერამ და ცეკვამ წვეულებას საოცარი ელფერი შესძინა.
