LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიურპრიზი მოღალატე ქმარს – ნატალი პორტმანი ორსულადაა – ვინ არის 44 წლის მსახიობის შვილი მამა

1324
page

44 წლის ნატალი პორტმანი მესამე შვილზეა ორსულად. ამის შესახებ მსახიობმა ექსკლუზიურ ინტერვიუში, გამოცემა Harper’s Bazaar-თან ისაუბრა. ის ბავშვს 45 წლის პარტნიორისგან, მუსიკოს, Tanguy Destable-გან ელოდება.

„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. უდიდეს მადლიერებას ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ ეს ნამდვილი სასწაულია“, – აღნიშნა მსახიობმა.

პორტმანმა ასევე განაცხადა, რომ მისი მამა რეპროდუქტოლოგია, რის გამოც თავადაც კარგად აცნობიერებს, რამდენად იღბლიანია, რომ ამ ასაკში კვლავ შეძლო დაორსულება. მისი თქმით, განსაკუთრებულად აფასებს ამ პერიოდს, რადგან ფიქრობს, რომ ეს, შესაძლოა, ბოლო ორსულობა იყოს.

„მე გავიზარდე ისტორიების მოსმენაში, თუ რამდენად რთულია ზოგჯერ დაორსულება. ჩემს ახლო წრეში ბევრს მოუწია სერიოზული გამოცდების გავლა. ეს უდიდესი სიხარულია, თუმცა ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც“.

მსახიობის თქმით, მესამე ორსულობა მარტივად მიმდინარეობს და ბევრ რამეში წინა გამოცდილებას ჰგავს.

შეგახსენებთ, რომ ნატალი პორტმანი უკვე ზრდის ორ შვილს, 14 წლის ვაჟს და 9 წლის ქალიშვილს, რომლებიც მას ქორეოგრაფ, ბენჯამინ მალპესთან ქორწინებიდან ჰყავს.

პორტმანისა და მისი ახალი პარტნიორის ურთიერთობის შესახებ კი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ნატალი პორტამანი „დიორის“ ვინტაჟურ კაბაში, რომლის შექმნას, 700 საათი დასჭირდა

ცნობისთვის, ნატალი პორტმანი და ბენჯამინ მილპე, 11 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს ოფიციალურად 2024 წელს დაშორდნენ. პორტმანმა განქორწინებაზე განაცხადი მას შემდეგ შეიტანა, რაც მეუღლის ღალატის შესახებ შეიტყო. მილპემ ნატალის 25 წლის ფრანგ აქტივისტთან, კამილ იტიენთან უღალატა.

პირველი შვებულება განქორწინების შემდეგ – 47 წლის ნატალი პორტმანი შეუდარებელ ფორმაშია

„არსებობს უპატიებელი რაღაცები“ – ნატალი პორტმანი და ბენჯამინ მილპე 11 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები