87 წლის ასაკში სქემ მონაზონი მოსე (კოკოლიშვილი) გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას რუის-ურბნისის ეპარქია ავრცელებს.
მონაზვნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სქიმ-მონაზვნის „ფეისბუკის“ ოფიციალური გვერდიც.
„87 წლის ასაკში ღვთივ განისვენა, რუის-ურბნისის ეპარქიის სოფელ სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წევრმა, სქემ მონაზონმა მოსემ (კოკოლიშვილი).
დაკრძალვა – სამშაბათს, 21 აპრილს, 14:00 საათზე, ამავე მონასტრის ეზოში!
გთხოვთ, თქვენს წმინდა ლოცვებში მოიხსენიოთ, ახლად შესვენებული სქემ მონაზონი მოსე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⚫ 87 წლის ასაკში ღვთივ განისვენა, რუის-ურბნისის ეპარქიის სოფელ სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წევრმა, სქემ…
Posted by სქემ ბერ-მონაზონი მოსე კოკოლიშვილი on კვირა, 19 აპრილი, 2026
