ნიკოლა პელტცისა და ვიქტორია ბექჰემის დაპირისპირება კვლავ განხილვის თემად რჩება სოციალურ ქსელებში. ამჯერად 31 წლის ნიკოლამ „ინსტაგრამზე“ კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც კვლავ დედამთილის კოპირებად და მის მიმართ ირონიულ მინიშნებად შეაფასეს.
ბრუკლინის მეუღლე ფეხაწეული პოზირებს. აღსანიშნავია, რომ ასეთივე ფოტო აქვს გამოქვეყნებული წლების წინ ვიქტორიასაც.
„ეს ვიქტორიას საფირმო პოზაა, შეწყვიტე დედამთილის დატროლვა!“, „ვიქტორია ამას უკეთ აკეთებს“, „რის მიღწევას ცდილობ ამით?“, „ამ დროს სადაა ბრუკლინი, სამარცხვინო საქციელია“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ნიკოლა „საძულველი“ დედამთილის მსგავსი „ლუქებით“ ხშირად ჩნდება და მის სტილს აკოპირებს.
„სამარცხვინოდ იქცევა!“ – ნიკოლა პელტცმა საძულველი დედამთილის სტილი ისევ „დააკოპირა”
„უთავმოყვარეო რძალი, ეს უკვე ღია ომია“ – ნიკოლა პელტცმა ვიქტორია ბექჰემი ერთი ერთში „დააკოპირა”
