LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი თავისი აგრესიით ძირს უთხრის ევროპას – ჩეხეთი

544CBCBD-6720-4E34-976D-A10616224684_w1023_r1_s

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტომაშ პეტრიჩეკის აზრით, რუსეთი თავისი აგრესიითა და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით, ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას უკრაინაში, აზოვის ზღვასა და საქართველოში. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

პეტრიჩეკის თქმით, ნატო ვერ იქნება გულგრილი ასეთი ქმედებების მიმართ. ტომას პეტრიჩეკი 2018 წლის ოქტომბრიდან უდგას სათავეში ჩეხეთის საგარეო უწყებას.

 

 

ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მხრიდან თავდასხმის ობიექტი იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები. ყველაზე ინტენსიური თავდასხმა 2016 წლის დასაწყისიდან 2017 წლამდე გრძელდებოდა.

სპეცსამსახურები თავდასხმაში ჰაკერების რუსულ ჯგუფს Turla-ს, ადანაშაულებენ. ამ ჯგუფის მსხვერპლებს შორის არიან ხელისუფლების ორგანოები და კერძო კომპანიები, რომლებსაც თავდაცვის სფეროსთან აქვთ კავშირი.

რუსეთი ევროპული ქვეყნების კიბერთავდასხმებში ბრალდებას უარყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g