LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე : „ვისაც გული შეგტკივათ მეორად, ბინძურ ბოთლებში ჩასხმულ რძეზე, რომელიც უხვად იყიდება ქუჩაში, ასფლტზე დაყრილი – ყურადღებით წაიკითხეთ, რისთვის იმეტებთ ადამიანებს და თქვენსავე საკუთარ ოჯახებსაც…“

327
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

„ვისაც გული შეგტკივათ მეორად ბინძურ ბოთლებში (არ ირეცხება ) ჩასხმულ რძეზე, რომელიც უხვად იყიდება ქუჩაში ასფლტზე დაყრილი, უბნის და სოფლის მაღაზიებში, სახლებიდან ფერმებიდან, აქ მობრძანდით და ყურადღებით წაიკითხეთ რისთვის იმეტებთ ადამიანებს და თქვენსავე საკუთარ ოჯახებსაც“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყველის მკვლევრი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე წერს.

სპეციალისტი ამბობს, რომ ერთჯერადი პლასტმასის ბოთლები არ არის გათვლილი მრავალჯერადი გამოყენებისთვის ცხიმიან პროდუქტზე, როგორიცაა რძე, შესაბამისად გამოყოფა მავნე ნივთიერებები.

მისი თქმით, ფერმის რძე მეტწილად არ არის პასტერიზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში შეიძლება იყოს ტუბერკულოზის ბაქტერია, ბრუცელოზი და
სხვა ზოონოზური ინფექციები:

„ვისაც გული შეგტკივათ მეორად ბინძურ ბოთლებში (არ ირეცხება ) ჩასხმულ რძეზე, რომელიც უხვად იყიდება ქუჩაში ასფლტზე დაყრილი, უბნის და სოფლის მაღაზიებში, სახლებიდან ფერმებიდან, აქ მობრძანდით და ყურადღებით წაიკითხეთ რისთვის იმეტებთ ადამიანებს და თქვენსავე საკუთარ ოჯახებსაც.
პლასტმასის ბოთლის პრობლემა – კოკა-კოლას ან სხვა სასმლის ბოთლები არ არის გათვლილი მრავალჯერადი გამოყენებისთვის ცხიმიან პროდუქტზე, როგორიცაა რძე. გამოყოფა მავნე ნივთიერებები. რთულია სრულად გაწმენდა. ასეთი რძე რისკიანია, განსაკუთრებით:
თუ არ იცი წყარო
თუ არ არის მაცივარში შენახული
თუ ბოთლი ნახმარია
ცხადია, ფერმის მეტწილად რძე არ არის პასტერიზებული. ეს ნიშნავს, რომ მასში შეიძლება იყოს ტუბერკულოზის ბაქტერია, ბრუცელოზი
სხვა ზოონოზური ინფექციები.
შენახვის პირობები – ქუჩაში, მზეზე ან თბილ გარემოში რძეში სწრაფად „ცოცხლდება“ ბაქტერიები. 20–30 წუთიც კი საკმარისია, რომ საშიში გახდეს.
ბაქტერიული დაბინძურება – ნახმარ ბოთლებში შეიძლება დარჩენილი იყოს ბაქტერიები (მაგ. E. coli, Salmonella, Listeria)
თუ ბოთლი სათანადოდ არ არის სტერილიზებული, რძე ძალიან სწრაფად ფუჭდება.
ასეთმა რძემ შეიძლება გამოიწვიოს:
დიარეა
მოწამვლა
ნაწლავის ინფექცია
ან ერთი წუთით წარმოიდგინეთ როგორ მოიყუდა კოკაკოლას ბოთლი ვიღაც დაავადებულმა და იქვე ბუნკერში ჩაუძახა, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ბოთლის თან პლასმასის სტერილიზაცია ?
ამ თემას არ მოვეშვები სანამ კანონი კი არა, მომხმარებელი არ გახდება მკაცრი და პრეტენზიული.
დღეს ინფორმაციის მოპოვება უიოლესია სოფლადაც
ჰკითხეთ კლაუდებს, გროკებს ჯიპიტებს და ჩემზე უარეს რამეებს დაგიწერენ და მერე ვინძლო მე გამასწროთ ამეებთან ბრძოლაში .
პს. ახლა რომ არ გეგონოთ მარტო ჭუჭყიან ბოთლში ჩასხმულ რძეზე მაქვს გულყრა, ინებეთ
მარშრუტკიდან. ღორის და ძროხის ხორცის ფართო არჩევანი
ფოტო იმაზე მეტს გეტყვით ვიდრე მე დავწერ
კომენტარში დავწერ რა გამოსავალია ამ ხორცთან და ბოთლში ჩასხმულ რძესთან…“ – წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში.

ვისაც გული შეგტკივათ მეორად ბინძურ ბოთლებში (არ ირეცხება ) ჩასხმულ რძეზე, რომელიც უხვად იყიდება ქუჩაში ასფლტზე…

Posted by Ana Mikadze-chikvaidze on პარასკევი, 24 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g