LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში მარტოხელებს პაემნებზე წასასვლელად ფულს უხდიან – დაბალი შობადობის ფონზე ახალი ინიციატივა გაჩნდა

138
ქირიას NEWS შაბლონი (1)

იაპონიაში ხელისუფლება ცდილობს შობადობის მკვეთრი კლების პრობლემას უჩვეულო გზით უპასუხოს – ერთ-ერთ რეგიონში ახალგაზრდებს  გაცნობის აპლიკაციებში დასარეგისტრირებლად ფულს უხდიან. ამის შესახებ გამოცემა Dangerous Minds წერს. 

ინიციატივა ამოქმედდა კოტის პრეფექტურაში, სადაც მარტოხელა ადამიანებს სუბსიდიას აძლევენ, თუ ისინი მთავრობის მიერ დამტკიცებულ ე.წ. დეითინგ აპლიკაციებში დარეგისტრირდებიან. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ 20 ათასი იენი, თუმცა თანხის გამოყენება მხოლოდ რეგისტრაციასა და აპლიკაციის სერვისებზეა შესაძლებელი.

პროექტი მხოლოდ ახალგაზრდებზე ვრცელდება – დახმარების მიღება შეუძლიათ 20-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანებს. მიზანია, მათ უფრო მარტივად შეძლონ ურთიერთობების დაწყება და მომავალში ოჯახების შექმნა.

მსგავსი პროგრამა ადრე უკვე ამოქმედდა მიაძაკის პრეფექტურაში, თუმცა იქ სუბსიდია ნაკლები – 10 ათასი იენი იყო.

თავად იაპონელები ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდნენ. სოციალურ ქსელებში ბევრი აღნიშნავს, რომ პრობლემის ძირეული მიზეზი არა პაემნების ნაკლებობა, არამედ ეკონომიკური სირთულეები, ხანგრძლივი სამუშაო საათები და ბავშვების აღზრდის მაღალი ხარჯებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები