თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ 16 წლის თორნიკე კვარაცხელია სამატჩო განაცხადში შეიყვანა, – ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსმა ძმამ რამდენიმე დღის წინ, ,,დინამო თბილისის“ მთავარ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.
,,ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის არის. რა თქმა უნდა, 10 წლის ბავშვს ვერ მოვიყვანთ, მაგრამ 16-17 წლის ბავშვი უკვე მზად არის იმისთვის, რომ პირველ გუნდში მოხვდეს”, – თქვა თემურ ქეცბაიამ 28 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვის საპასუხოდ – „ექნებოდა თუ არა კვარაცხელიას ძირითად გუნდში მოხვედრის შანსი“.
ცნობისთვის, 2 მაისს, თბილისის დინამო ბათუმის დინამოს დაუპირისპირდება.
