LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ ჩემხელა არ გახდები, თურმე, ვერ გაიგებ, რა ხიბლი ახლავს ცხოვრების ამ უმშვენიერეს დროს“ – ნუგზარ რუხაძე 84 წლის გახდა

169
BeFunky-collage123412 3 4sdf (72)

მთარგმნელი, პედაგოგი და ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე 84 წლის გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

, „84 – ის გავხდი დღეს, აბააა!

ეს რა ყოფილა, მაინც, ხალხო – სანამ ჩემხელა არ გახდები, თურმე, ვერ გაიგებ, რა ხიბლი ახლავს ცხოვრების ამ უმშვენიერეს დროს: გამოვლილიც ბევრი, მიღწეულით ტკბობაც მაგარი და აწი გასაკეთებელზე ფიქრიც მაცოცხლებელი.

ამ დილით, ადრიანად წამოვხტი, განთიადს ღიმილით შევეგებე, ღმერთს მადლობა ვუთხარი, ხელფეხი გავანძრიე, ახალი ამბები ავსქროლ-ჩავსქროლე, თაფლის არაყიც ვხუხე, სისხლიც აჩქეფდა და დღეც დავვეგმე. გეფერებით, თქვენ გენაცვალეთ, და, რაც მთავარია, ჩემზე დიდხანს იყავით და იბედნიერეთ!“, – წერს ნუგზარ რუხაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g