LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მეგობრობა არასდროს სრულდება” – მელ სისა და მელ ბის ემოციური გაერთიანება სცენაზე

119
photo-collage.png (1)

1-ელ მაისს, მელანი სიმ მეცხრე სოლო სტუდიური ალბომი, Sweat გამოუშვა. დისკის რელიზის აღსანიშნავად, მელ სიმ ლიდსში კონცერტი გამართა.

მელანი სი ახალ ალბომს გამოუშვებს და ტურნეს გამართავს

კონცერტის დროს მან სცენაზე მოულოდნელად მიიწვია მელ ბი, რომელიც თავად ლიდსიდანაა და შოუს მაყურებელთა რიგებიდან ადევნებდა თვალს.

მათ ერთად შეასრულეს Spice Girls-ის საკულტო სიმღერა – Spice Up Your Life (1997).

Spice World – 2019 Tour-ის შემდეგ, ეს მათი პირველი ერთობლივი გამოსვლა იყო.

მომღერლებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს კადრები ემოციური წარწერით – Friendship never ends, რაც Spice Girls-ის ჰიტის, Wannabe (1996) ფრაზაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები