LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მეტად ვნანობ, რომ ქართულად ვერ ვსაუბრობ, მანგლისში დავიბადე, იქაური ფიჭვების საოცარი სურნელი მახსოვს… საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თითოეული ბგერა, რომელსაც ვმღერი, უფრო თბილი გახდა“ – ვლადიმირ კორნეევი, ემიგრანტი საქართველოდან, რომელმაც ფრანგული „ვოისის“ სცენა დაიპყრო

333
ვლადიმირ კორნეევი

ცოტა ხნის წინ, ფრანგულ მუსიკალურ პროექტ „ვოისში“ გამოჩენით, ერთ-ერთმა მონაწილემ, ვლადიმირ კორნეევმა ნამდვილი ფურორი მოახდინა – ვლადიმირმა, რომელიც გერმანიაში ცნობილი პიანისტი, მომღერალი და მსახიობია, ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა და ამავე სცენაზე ლეგენდარულ ლარა ფაბიანთან ერთად ექსპრომტად შესრულებული დუეტით, მსმენელის გული დაიპყრო.

ვიდეო: ვინ არის ემიგრანტი საქართველოდან, რომელმაც ფრანგულ „ვოისში“ ლარა ფაბიანი აატირა და მასთან დუეტი შეასრულა – მანგლისში დაბადებული ბიჭის დიდი წარმატება

აუდიტორიისთვის მალევე გახდა ცნობილი, რომ ვლადიმირი 1987 წელს საქართველოში, მანგლისში, რუსულ-ქართულ ოჯახში დაიბადა. ვლადიმირი 6 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა.

„მე ვიხილე ომი, ამიტომ ენის ბორძიკი მქონდა. დედას ძალიან ეშინოდა და ეს ნანახი მაქვს… მამა ორი წელი ავღანეთში მსახურობდა, ოფიცერი იყო, აღარ უნდოდა ომი… ძალიან კარგი ადამიანია…“ – გაიხსენა მომღერალმა.

ახლახან, ვლადიმირ კორნეევთან ინტერვიუ ჩაწერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა – სიუჟეტი გავიდა გადაცემაში „დღე პირველ არხზე“.

როგორც ვლადიმირი აღნიშნავს, ის ცხოვრებაში ყველაზე მეტად ნანობს, რომ ქართულად ვერ საუბრობს.

„საქართველოსთან ემოციური კავშირი არასდროს გამიწყვეტია. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვნანობ, რომ ქართულად ვერ ვსაუბრობ. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ემიგრაციაში წავედით, თუმცა მამამ სუფთად იცოდა ქართული, ისევე როგორც საქართველოში ჩვენმა ოჯახმა. ამ დანაკლისის შევსებას ქართული სიმღერით ვცდილობ.

ქართული სამზარეულო ჩემი ცხოვრებაა, დედა ძალიან გემრიელად ამზადებს ხინკალს, ხაჭაპურს, ფხალს, ჩახოხბილს. მე თვითონაც ხშირად ვამზადებ ხინკალს მეგობრებისთვის, შრომატევადია, მაგრამ მაინც. აქ ბევრი ქართული რესტორანია, მაგრამ როცა მეკითხებიან, რომელია საუკეთესო, ყოველთვის ვპასუხობ: ჩემი სამზარეულო-მეთქი“, – აღნიშნავს ვლადიმირ კორნეევი.

ამავე ინტერვიუში მუსიკოსი საუბრობს პროექტზე, რომელზეც ბერლინში მუშაობს:

„ძა­ლი­ან ბევ­რი ის­ტო­რი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ზეც. ის­ტო­რია მან­გლი­სი­დან იწყე­ბა, სა­დაც მე და­ვი­ბა­დე. იქა­უ­რი ფიჭ­ვე­ბის სა­ო­ცა­რი სურ­ნე­ლი მახ­სოვს. მახ­სოვს ჩემი დიდი ბე­ბია, რო­მე­ლიც მედ­და იყო, სწო­რედ მელო ბე­ბომ მო­მავ­ლი­ნა ამ ქვე­ყა­ნას.

სა­ღა­მოს პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ზეა, ჩემს ბავ­შვო­ბა­ზე, სანამ ომის გამო ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­დო­დით. შემ­დეგ იმ რთულ წლებ­ზე, რო­მე­ლიც უცხო ქვეყანაში გა­ვა­ტა­რე. „სა­ქარ­თვე­ლო ლა­მა­ზო“ ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი სიმ­ღე­რაა და სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ შო­უს­თვის მისი ახა­ლი ვერ­სია შევ­ქმე­ნი რახ­მა­ნი­ნო­ვი­სე­უ­ლი ჟღე­რა­დო­ბით. მე ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე ვუკ­რავ, ჩემი ბენ­დის ყველა წევრი კი ჩემ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლად მღე­რის… პრემიერა 8 მაისს არის, ჩემი ქართველი ოჯახიც ჩამოვა და ყველა ერთად შევიკრიბებით“, – ამბობს ვლადიმირ კორნეევი და მრავალი წლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნების ემოციებზე ჰყვება.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ჩემ­თვის და­უ­ვი­წყა­რი გამოცდილება იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გაც­ნო­ბა. ქარ­თუ­ლი მთე­ბი და ეკ­ლე­სიები შე­მიყ­ვარ­და. ძვე­ლი ეკ­ლე­სია მახ­სოვს მცხე­თა­ში, იქ ერთი ქალი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას სამ ენა­ზე გვიყ­ვე­ბო­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად ადამიანების სით­ბომ იმოქ­მე­და, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, კე­თი­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ბუ­ნე­ბამ.

გერ­მა­ნი­ა­ში მარ­ტო გა­ვი­ზარ­დე – დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის გა­რე­შე და სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი დიდი ოჯა­ხის ძალა, ეს ერ­თი­ა­ნო­ბა, თით­ქოს ფეს­ვებს და­ვუბ­რუნ­დი და ვგრძნობ, რომ მას შემ­დეგ ჩემი ხმაც კი შე­იც­ვა­ლა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ჩემი ნამღერი თუ მოგისმენიათ, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი ბგე­რა, რო­მელ­საც ვმღე­რი, უფრო თბი­ლი გახ­და. თითქოს ჩემი ფესვები ვიპოვე და მიწაზეც უფრო მყარად დავდექი“, – აღნიშნავს სიუჟეტში ვლადიმირ კორნეევი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g