LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა

121
მაკა ბოჭორიშვილი

2026 წლის 15 მაისს, ქ. კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს, რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„აღინიშნა ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოს პროგრესი და ამ მიმართულებით არსებული პრიორიტეტები. ხაზი გაესვა საქართველოს როლს და პერსპექტივებს დაკავშირებადობის კონტექსტში.

საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g