საქართველოს ბანკისა და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ მადრიდში სრული დაფინანსებით.
მადრიდი, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრეატიული და კულტურული ცენტრი, მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, თავად გახდნენ საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის ნაწილი.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 8 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.
პროგრამა ერთწლიანია. საქართველოს ბანკის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია მოიცავს სწავლის სრულ დაფინანსებას და ადგილის ჯავშნის საფასურს (Reservation fee).
წელს Copywriting-ისა და Art Direction-ის პროგრამებს გარდა, სტიპენდიატებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებაზე – Creativity & Artificial Intelligence (შემოქმედება და ხელოვნური ინტელექტი).
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა Miami Ad School Europe-თან ერთად ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელი და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული) სახელობის სტიპენდია 2019 წელს დააწესა და ყოველ წელს 1 ქართველ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, Miami Ad School-ში 1 წლიან კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
(R)
