LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა ბერლინში ყველა ავტოსალონი გაყიდა

103
1098x1098

Mercedes-Benz-ს ბერლინში საკუთრებაში არსებული არცერთი სადილერო ცენტრი აღარ დარჩა, კომპანიამ ქალაქში არსებული შვიდივე ავტოსალონი, მათ შორის ცენტრალური Mercedes-Welt-იც, კანადელ ბიზნესმენ კულდიპ ბილანს მიჰყიდა. ამის შესახებ გამოცემა Bild წერს.

გაყიდული ობიექტები Alpha Auto Group-ის მფლობელის ხელში გადავიდა. გადაწყვეტილება Mercedes-Benz-მა ბიზნესის რესტრუქტურიზაციის ფარგლებში მიიღო – კომპანია ეტაპობრივად უარს ამბობს საკუთარი სადილერო ქსელის მართვაზე და უფრო ცენტრალიზებულ, ციფრულ მოდელზე გადადის.

ბერლინის ავტო სალონებთან ერთად ახალ მფლობელს დაახლოებით 1 500 თანამშრომელიც გადაეცა. თანამშრომლებს არჩევანის შესაძლებლობა მისცეს: ან 30 ათასი ევროს კომპენსაცია მიეღოთ, ან სამუშაო ადგილის ერთი წლით შენარჩუნების გარანტია. ამ ვადის გასვლის შემდეგ მათი კონტრაქტები Mercedes-Benz-თან დასრულდება და ახალი სამუშაო პირობები შესაძლოა შეიცვალოს.

საერთო ჯამში Mercedes-Benz გერმანიაში 82 ფილიალის გაყიდვას გეგმავს, რაც დაახლოებით 8 ათას თანამშრომელს შეეხება.

რაც შეეხება ახალ მფლობელს, კულდიპ ბილანის ჰოლდინგი უკვე ფლობს 150-ზე მეტ სადილერო ცენტრს აშშ-ში, კანადასა და ევროპაში და თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Audi, BMW, Toyota და Ford.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები