„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს“, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
„მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაშურში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
