LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მეუღლე სულ მიმეორებს, რომ არ მოსწონს ხელოვნურობა, რომ ბუნებრივიც ძალიან მოვწონვარ…“ – რატომ არ იდიდებს ტუჩს ირინა ბაირამაშვილი

389
ირინა ბაირამაშვილი

ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას მომღერალი ირინა ბაირამაშვილი თავის მოვლაზე საუბრობს და ამბობს, რომ მეუღლეს ყველაზე მეტად მისი ბუნებრივი იერი მოსწონს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად თუ შეგიყვარდა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა?

– თუ ბევრი გადაღება მაქვს ან კონცერტისთვის ვემზადები, მაშინ უფრო ყურადღებიანი ვარ მაგ მხრივ. არის რაღაცები, რის მიმართაც ასაკის მატებასთან ერთად, უფრო ყურადღებიანი გავხდი. ოღონდ უნდა მითხრა. მაგალითად, კარგი იქნება ინიექცია დავიწყოთ… დროა (იცინის). ხუთი წლის წინ ვფიქრობდი, რომ საერთოდ არაფერს გავიკეთებდი, ძალიან მომწონდა ბუნებრიობა. ჩემი მეუღლე არის ჩემთვის მთავარი სტიმული. ძალიან ბევრ კომპლიმენტს მეუბნება, ერთმანეთის მიმართ უდიდესი სიყვარული გვაქვს და ვფიქრობ, რომ ეს ნომერ პირველია ქალისთვის. სულ მიმეორებს, რომ არ მოსწონს ხელოვნურობა, რომ ბუნებრივი ძალიან მოვწონვარ. იმასაც პირდაპირ მეუბნება, რომ ძალიან არ მოსწონს ხელოვნური ტუჩი და მე არ ვიკეთებ ტუჩს. შუბლი მაქვს გაკეთებული, მაგრამ სულ ორჯერ ერთწლიანი შუალედით. მეტი აბსოლუტურად არაფერი და ის სულ მიმეორებს, რომ ძალიან მოვწონვარ ასეთი, როგორიც ვარ. ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს სავარჯიშოდ და თვითონაც დიდ ყურადღებას უთმობს ჯანსაღ ცხოვრებას, მაგრამ მე, სამწუხაროდ, ვარჯიშისთვის დრო არ მაქვს. როცა მექნება დრო, ამას აუცილებლად გავაკეთებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g