„საქართველოს ხმის“ მესამე სეზონი „რუსთავი 2-“ზე 26 მაისის კონცერტით გაიხსნა, სადაც ჟიურის წევრებმა, დათო ფორჩხიძემ, რუსა მორჩილაძემ და არჩილ სოლოღაშვილმა, გადაცემის წამყვანმა, თიკა ფაცაციამ და პროექტის პირველი და მეორე სეზონის გამორჩეულმა მონაწილეებმა იმღერეს.
პროექტის მეორე სეზონის ერთ-ერთმა კონკურსანტმა, მარიამ ბიგვავამ ჟიურის წევრები და მაყურებელი თავისი შესრულებით მოაჯადოვა.
მან „ქართველების ერთად ყოფნა“ განსაკუთრებული ემოციით შეასრულა.
„გოგი დოლიძის მერე ასე შესრულება არ მომწონებია“, აღნიშნა დათო ფორჩხიძემ, მას კი რუსა მორჩილაძე და არჩილ სოლოღაშვილიც დაეთანხმნენ.
