LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TBILISI OPEN AIR 2026: მუსიკა ათავისუფლებს!

519
TBILISI OPEN AIR

4-5 ივლისს, რეგიონის ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიცია, Tbilisi Open Air, მეთხუთმეტედ გაიმართება.
მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ფესტივალი კვლავ ერთგული რჩება თავისი იდეოლოგიის „მუსიკა ათავისუფლებს” და მსმენელს კვლავ Lisi Wonderland-ში ეპატიჟება. ფესტივალი გამორჩეული იქნება არა მხოლოდ ლაინაფით, არამედ ახალი კოლაბორაციებითა და სივრცეებით.
TBILISI OPEN AIR 2026-ის მთავარი მხარდამჭერი თიბისია.
ბილეთები იყიდება ონლაინ: tkt.ge/openair
სიახლეები
წლევანდელი ფესტივალი ერთგვარი შეჯამებაა იმ გზის, რომელიც TOA-მ 2009 წლიდან დღემდე გაიარა:
● Zion Garden-ის 10 წელი: ფესტივალის საკულტო psy-ტრანს სცენა ათწლიან იუბილეს
აღნიშნავს.
● Mzesumzira-ს დებიუტი: წელს პირველად, TOA-ს მრავალფეროვან ოჯახს გამორჩეული
ენერგიითა და ფერებით ჩვენი მეგობარი MZESUMZIRA-ს სცენა შემოუერთდება.
● ფეხბურთი და მუსიკა: მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, ფესტივალზე მოეწყობა
სპეციალური ზონა, სადაც გულშემატკივრები მერვედფინალურ მატჩებს დიდ ეკრანზე
ერთად ვუყურებთ.
● Supernatural Wine Festival: მუსიკასთან ერთად, სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ
სივრცეში, საუკეთესო ნატურალური ღვინოების აღმოჩენა და გასინჯვა შეეძლებათ.
ლაინაფი: საერთაშორისო სცენა და აქტუალური ქართული მუსიკა
წლევანდელი მთავარი სცენის ჰედლაინერი ბრიტანული შუგეიზის (Shoegaze) გავლენიანი ბენდი,
Slowdive-ია, რომელიც საქართველოს პირველად ეწვევა. მათთან ერთად საიუბილეო
პროგრამაშია:
● Hooverphonic – ბელგიური ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული პოპის გამორჩეული
წარმომადგენლები.
● Molchat Doma – ბელარუსული წარმოშობის პოსტ-პანკ ბენდი, რომელიც TOA-ზე
დაბრუნებას განსაკუთრებული მუხტით გეგმავს.
● Jay-Jay Johanson – შვედი მუსიკოსი, მელანქოლიური ელექტრო-პოპის სიმბოლო.
● Kordz & Security with Gori Children’s Choir feat. Mechanical Rainbow
ექსკლუზიური პერფორმანსი, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცევა.
ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს MZESUMZIRA-ს სცენაზე Matias Aguayo და Fantastic
Man b2b Tornado Wallace დახვდებათ, ხოლო Zion Garden-ს იუბილეზე პირველად ეწვევა
მსოფლიოში ცნობილი პროდიუსერი Ace Ventura.
ფესტივალის ლაინაფი და განრიგი (არტისტების გამოსვლის დრო შეიძლება შეიცვალოს):
July 4
Doors Open – 14:00
MAIN STAGE
17:20 Newcomer 2026 18:05 Afternoon Version 19:00 Jay-Jay Johanson 20:20 Skazz x MokuMoku
21:50 Bedford Falls 23:30 Slowdive
MZESUMZIRA STAGE
Day: 14:00 So Laut
Night: 01:00 Kdema b2b Tomma 04:00 Matias Aguayo 07:00 Nika J
ZION GARDEN
Day: 15:00 Forsun
Night: 01:00 Ace Ventura 03:00 Chikovani 05:00 SicHead 06:30 Dimitree 08:00 Acidwave
July 5
MAIN STAGE
16:45 ლექსო რატიანის ბედი 17:40 ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები 18:35 Tape Visitors 19:30 არა 20:40
Molchat Doma 22:00 Hooverphonic 23:30 Kordz & Security with Gori Children’s Choir feat. Mechanical
Rainbow
MZESUMZIRA STAGE
Day: 14:00 Rati
Night: 01:00 Sumo b2b Vas 04:00 Fantastic Man b2b Tornado Wallace 08:00 Beqa b2b Reshio
ZION GARDEN
Day: 10:00 Kaya Matu 12:00 Tamo Nasidze 14:00 Akaki
Night: 01:00 Obri B2B Seqta 03:00 Oogway 05:00 Tsuyoshi Suzuki 07:00 Space Teriyaki
12:00 9EYE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g