LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Little Mix სცენას სამი წევრით დაუბრუნდება

108
photo-collage.png (7)

პერი ედვარდსმა Little Mix-ის ხელახლა გაერთიანებასთან დაკავშირებით ისაუბრა. Attitude Magazine-თან ინტერვიუში ედვარდსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯგუფის აღდგენა ნამდვილად იგეგმება და ის სცენას 100%-ით დაუბრუნდება.

მისივე ინფორმაციით, ,,რეიუნიონი” მხოლოდ სამი წევრით, ჯესი ნელსონის გარეშე შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სამეული დამოუკიდებელ პროექტებზე არიან კონცენტრირებული, ედვარდსის განცხადება ფანებს არწმუნებს, რომ ჯგუფის ისტორია არ დასრულებულა.

შეგახსენებთ, რომ Little Mix 2011 წელს ბრიტანულ მუსიკალურ შოუში – The X Factor ოთხი წევრის – პერი ედვარდსის, ჯეიდ თირლუოლის, ლი-ენ პინოკისა და ჯესი ნელსონის შემადგენლობით ჩამოყალიბდა და პროექტის ისტორიაში პირველ და ერთადერთ ბენდად იქცა, რომელმაც გაიმარჯვა. 2020 წელს ნელსონმა კოლექტივი მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით დატოვა. დარჩენილმა წევრებმა ტრიოს ფორმატით განაგრძეს მოღვაწეობა, 2022 წელს კი დროებითი პაუზა გამოაცხადეს და სოლო კარიერაზე გადაერთნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები