LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდიო ლიბერთი Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია

460
სტუდიო ლიბერთი

31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, სტუდიო ლიბერთის პარტნიორობით, საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი – Tbilisi Gastro Week 2026 გაიმართება.

საიუბილეო, მეხუთე სეზონს პროექტი განსაკუთრებული მასშტაბით ატარებს და მსოფლიოს წამყვან შეფმზარეულებს, სომელიეებს, გასტრონომიის ექსპერტებსა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

Tbilisi Gastro Week-ის მთავარი მიზანია თანამედროვე ქართული გასტრონომიული პლატფორმის განვითარება და ქართული პროდუქტისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაცია.

წელს ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებულად ფოკუსირდება გასტრონომიის, ღვინის კულტურისა და მდგრადი ტურიზმის მიმართულებებზე. საქართველო უმასპინძლებს მსოფლიოში აღიარებულ პროფესიონალებს, მათ შორის, პარიზის ლეგენდარული Ritz Paris-ის სომელიერიის დირექტორს ფლორიან გიოტოს (Florian Guilloteau), რომელიც ქართველ სომელიესთან ანნა გოდაბრელიძესთან ერთად ღვინის დეგუსტაციებსა და სპეციალურ ვახშმებს გაუძღვება.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იქნება ფრანგული კულინარიის ლეგენდა, Michelin-ის სამი ვარსკვლავის მფლობელი ჟაკ პურსელი (Jacques Pourcel), რომელიც რესტორან „ოსტიგანში“, Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელ შეფ სტეფან გორტინასთან ერთად, ექსკლუზიურ ვახშამს გამართავს. 7 ივნისს ფესტივალს დახურავს ცნობილი იაპონელი შეფი, მიშლენის ვარსკვლავოსანი ტაკაჰიკო კონდო.

კვირეულის ფარგლებში გაიმართება:

  • საიუბილეო გალა გახსნა;
  • საერთაშორისო Four Hands Dinner;
  • გასტრონომიული ტური კახეთში;
  • თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი;
  • სპეციალური გალა და დახურვის ვახშმები საერთაშორისო შეფების მონაწილეობით.

სტუდიო ლიბერთის მხარდაჭერით, საიუბილეო სეზონის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოს წამყვან შეფებთან, კულინარიული მასტერკლასები და განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილებები, რომლებიც Tbilisi Gastro Week 2026-ს კიდევ უფრო მასშტაბურ და დასამახსოვრებელ მოვლენად აქცევს.

ვახშმებზე ადგილების რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია და ლიმიტირებული.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.

მხოლოდ სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის Tbilisi Gastro Week-ის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 140 ლარი.

გახდი სტუდიოს წევრიhttps://tinyurl.com/29vyns4z

სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულება და პირველი მრავალფუნქციური სივრცეა საქართველოში, რომელიც პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზეა შექმნილი. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია პერსონალური ბანკირის მხარდაჭერა, საბანკო თუ Lifestyle პროდუქტების ექსკლუზიური შეთავაზებები და უმაღლესი კლასის საბანკო მომსახურება როგორც ინდივიდუალური, ისე საქმიანი ფინანსების სამართავად.

ლიბერთი ბანკის შესახებ:

2026 წლის აპრილში ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა.

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g