LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშინ გავიფიქრე, რომ ჩემი გახდებოდა! პირველივე ნახვიდან მივხვდი, ეს ის ადამიანია, ვინც მინდა, რომ ჩემს გვერდით იყოს“ – ნოე სულაბერიძე „იმედის“ ეთერში მისი და ჯანეტის პირველ შეხვედრას იხსენებს

333
ნოე სულაბერიძე

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ მეუღლესთან, ჯანეტ ქერდიყოშვილთან და უსაყვარლეს ანნა სულაბერიძესთან ერთად სტუმრობდა. 

ნოემ გადაცემაში მისი და ჯანეტის პირველი შეხვედრა გაიხსენა.

„პირველი სრულფასოვანი ნახვა იყო ეთერში. მაშინ, როდესაც „იმედის“ შუადღის ეთერში იჯდა, მაშინ შევატყვე, რა მაგარი გოგოა, როგორ მეტყველებს. გაოცებული ვუსმენდი, როგორი კარგი ენერგეტიკა მოდის მისგან. თუმცა, მაშინ შორიდან გამარჯობით ვიცნობდით ერთმანეთს. როცა გადავწყვიტე რომ მიმეწერა, მაშინ გავიფიქრე, რომ ჩემი გახდებოდა. პირველივე ნახვიდან მივხვდი, ეს ის ადამიანია, ვინც მინდა, რომ ჩემს გვერდით იყოს“, – განაცხადა ნოე სულაბერიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g