გავრცელებული ინფორმაციით ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში დედამ 7 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ დედამ დანით ჭრილობები მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
ქალი ამ დროისთვის დაკავებულია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
სოციალურ ქსელში მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს ჯეიხუნ მუჰამედალი:
„რა წყეული დღეები გვაქვს! ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში დედამ 7 წლის ბავშვი მოკლა მერე თვითმკვლელობა სცადა და დანით 9 ჭრილობა მიიყენა თუმცა ექიმებმა ის გადაარჩინეს. ამბავი წუხელ საღამოს მოხდა. პ.ს სავარაუდოდ დედას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდაო…“ – წერს მუჰამედალი.
