LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

115
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მეწარმე ქალებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ინიციატივა ხორციელდება UN Women-ის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მას UN Women-ის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისთან ერთად ახორციელებენ.

პარტნიორობის მიზანია მეწარმე ქალებისთვის ბაზარზე წვდომის, გაყიდვების შესაძლებლობების, ბიზნეს კავშირებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, 2025 წელს UN Women-სა და „ბაზარი ორბელიანის“ შორის თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად იმართებოდა მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვები. ინიციატივამ წლის განმავლობაში დაახლოებით 300 მეწარმე ქალს უმასპინძლა.

პროექტის წარმატების საფუძველზე თანამშრომლობა 2026 წელსაც გაგრძელდა, ხოლო მიმდინარე წელს ინიციატივას საქართველოს ბანკიც შეუერთდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი UN Women-ს არამატერიალურ, პრო ბონო და სხვადასხვა სახის მხარდამჭერ აქტივობებს შესთავაზებს, რომლებიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ქალთა მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ბანკსა და UN Women-ს შორის თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და მიზნებს ეფუძნება და ქალებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას, ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად.

კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში: „მეწარმე ქალებისთვის ბაზრებსა და ფინანსურ რესურსებზე წვდომის მძლავრი შესაძლებლობების შექმნა ერთობლივ, ინკლუზიურ და ქმედებაზე ორიენტირებულ ძალისხმევას მოითხოვს. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე (WEPs) ხელმომწერი კომპანიებისა და მეწარმეების გაერთიანებით შეგვიძლია შევქმნათ შესაძლებლობები, რომლებიც ქალების მიერ მართულ ბიზნესებს ზრდის, ინოვაციისა და საკუთარი პოტენციალის მდგრად ეკონომიკურ განვითარებად გარდაქმნის საშუალებას მისცემს“.

ანა კოსტავა, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე: „საქართველოს ბანკისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს – ვატარებთ ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, ვქმნით კურსებს – რაც დაეხმარება მათ ცოდნის მიღებასა და საკუთარი იდეების განხორციელებაში. შესაბამისად, სხვადასხვა პროგრამით მიზნად ვისახავთ, მივცეთ ადამიანებს განვითარების და საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა. გვჯერა, რომ ქალთა მეწარმეობის განვითარება ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამიტომ მოხარულები ვართ, რომ UN Women-თან ერთად ვიმუშავებთ საზოგადოებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე“.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g