LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფი მობაილი – 23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

614
სელფი მობაილი

სელფი მობაილი აგრძელებს ქსელის გაძლიერებას, რათა ქალაქებსა, თუ რეგიონებში უფრო სწრაფი და სტაბილური კავშირი ჰქონდეს.

სელფი მობაილის ქსელის ინჟინრები დაუღალავად მუშაობდნენ და ბოლო ორ თვეში ქსელს 25 საბაზო სადგური შემატეს:

  • 11 დიდი (მაკრო) სადგური განთავსდა: გურიაში, აჭარაში, იმერეთში, რაჭაში, შიდა ქართლსა და თბილისში. ეს სადგურები ზრდის დაფარვის ზონას და განსაკუთრებით შესამჩნევია გზაში, მგზავრობისას – ზარები უკეთ ხორციელდება და ინტერნეტიც უფრო სტაბილურია.
  • 14 მცირე (მიკრო) სადგური დაემატა თბილისის იმ დატვირთულ უბნებს, სადაც მანამდე კავშირი წყდებოდა: გლდანში, ვარკეთილში, თემქაზე, ლოტკინზე, ნუცუბიძესა და ბელიაშვილზე. ისინი ქსელს დატვირთულ საათებში აძლიერებენ, როცა ბევრი ადამიანი ერთდროულად სარგებლობს ინტერნეტით.

სელფი მობაილს სიახლე აქვს თბილისშიც. იმ უბნებში, სადაც ასიათასობით ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს, განახლდა არსებული სადგურები გლდანში, საბურთალოზე, დიდ დიღომში, თემქაზე, დიღმის მასივში, ორთაჭალაში, ორხევში, ვაზისუბანში, ლისზე, სოფელ დიღომში, ვარკეთილში, კრწანისში, ლილოში, აეროპორტის დასახლებაში, დიდუბესა და სანზონაში. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ:

  • ონლაინ კონტენტი და ვიდეოები სწრაფად იტვირთება
  • ვიდეოზარები არ წყდება
  • ფაილების ატვირთვა-გადმოწერა გაცილებით სწრაფია
  • ქსელი უძლებს დიდ დატვირთვას ხალხმრავალ ადგილებშიც კი.

ქსელის განახლების შედეგები ისახება მომხმარებლის შეფასებებზეც – 2026 წლის პირველ კვარტალში მომხმარებლის კმაყოფილება 12 თვის მანძილზე 72%-ით გაიზარდა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g