LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განსაკუთრებული აღშფოთება ძმრიანი წინდების და ზელიონკის „შეურაცხყოფამ“ გამოიწვია… წინაპრები ცხენის შარდსაც წარმატებით იყენებდნენ თმის დასაბანად და შეგიძლიათ გამოიყენოთ… მითებს შორის ბევრი დამაზიანებელია“ – მაია ბუწაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს

114
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს ინფორმაციას საზოგადოებაში დღემდე შემორჩენილი სამედიცინო მითების შესახებ.

ამჯერად ბუწაშვილი „ფეისბუკში“ ვრცელ პოსტს ავრცელებს და იმ კრიტიკოსებს პასუხობს, ვინც ექიმს სამედიცინო მითების შესახებ მოსაზრებების გამო აკრიტიკებს:

„როდესაც სამედიცინო მითებზე ვწერ, ბევრი მეფარიკავება კომენტარებით და მთელი ძალ-ღონით იცავენ თავიანთ სტერეოტიპებს და მითებს. განსაკუთრებული აღშფოთება ძმრიანი წინდების და ზელიონკის „შეურაცხყოფამ“ გამოიწვია. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენი ბებიები ამა-თუ იმ მეთოდს ეფექტურად იყენებდნენ, მაგალითად, თმას სარეცხის საპნით იბანდნენ და ჭრილობასაც ასე იმუშავებდნენო.

წინაპრები ცხენის შარდსაც წარმატებით იყენებდნენ თმის დასაბანად და შეგიძლიათ გამოიყენოთ. სულ ახლო წარსულში შიო ვასაძესთან უზარმაზარი რიგები იდგან შარდით მკურნალობაზე და უამრავი ხალხი ძალიან აქტიურად ამტკიცებდა, გვშველის და განვიკურნეთო.

წინაპრები შელოცვით მკურნალობდნენ უამრავ დაავადებას და რატომ ხარჯავთ სამედიცინო სერვისებზე ფულს, შეალოცინეთ ვინმეს. წინაპრები „ბატონებს“ უმღეროდნენ და ისე არჩენდნენ ინფექციურ დაავადებებს. რაში გჭირდებათ ექიმები, უმღერეთ თქვენც.
წინაპრები წნევას წურბელებით მკურნალობდნენ, რატომ სვამთ წნევის წამლებს? (თუმცა წურბელებზე რომ დავწერე, მათაც იმდენი დამცველი გამოუჩნდათ, თავი შუა საუკუნეებში მეგონა).

ამ პოსტების წერა და თქვენი ლანძღვის კითხვა საერთოდ არ მეხალისება, ისედაც ბევრი საქმე მაქვს. უბრალოდ მითებს შორის ბევრი დამაზიანებელია. იმკურნალეთ როგორც გინდათ, უბრალოდ სხვებს ნუ აძლევთ ამ რჩევებს და შესაბამისად, ნუ უქმნით ჯანმრთელობის პრობლემას.

წინაპრები წერილებს მტრედს გამოაბამდნენ ხოლმე ფეხზე და ისე გზავნიდნენ. რომ ჩამომიჯექით აქ, დიფსთეითის შექმნილ ფეისბუკზე და კომენტარებში წინაპრების მეთოდებზე ჭკუას მასწავლით, გამოაბით მტრედს ფეხზე თქვენი შენიშვნები და ისე გამოატანეთ“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g