ელი გოლდინგმა რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით – I Know Too Much დააანონსა.
“ჩემი ახალი ალბომი, თქვენი 4 სექტემბერს გახდება” – დაწერა ქსელში ბრიტანელმა მომღერალმა და აღნიშნა, რომ დისკის ლიდ სინგლი – Black Prada Dress, 5 ივნისს გამოიცემა.
არტისტის თქმით, ეს ალბომი მისთვის ერთგვარი მუსიკალური დღიურია, რომელიც ასახავს მის ცხოვრებაში მომხდარ ბოლოდროინდელ ცვლილებებს, მათ შორის 2024 წელს, მეუღლესთან, კასპარ ჯოპლინთან დაშორებას, რომლისგანაც ვაჟი ჰყავს.
საინტერესოა, რომ ალბომის ანონსს წინ უძღოდა სიახლე შემსრულებლის პირადი ცხოვრებიდან — მარტში მას ახალი პარტნიორისგან, ბო მინიარისგან მეორე შვილი შეეძინა.
მუსიკოსის ინფორმაციით, ალბომზე მუშაობისას პროდიუსერ, ჯეკ როშონთან ერთად ასობით სიმღერა ჩაწერა. სიმღერები გადმოსცემს ემოციურ ტრანსფორმაციას — ბრაზიდან და ცინიზმიდან ახალ აღტაცებამდე.
ცნობისთვის, 2023 წლის ალბომის, Higher Than Heaven შემდეგ, მომავალი მუსიკალური პროექტი ელი გოლდინგის პირველი სრულფორმატიანი ნამუშევარი იქნება.