„რუსთავი 2“-ის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ხმის“ პირველი სატელევიზიო კასტინგის მონაწილე გახდა გიორგი ხუტუაშვილი ტელავიდან, რომელიც 16 წლისაა. ბიჭუნამ ჟიურის წინაშე შეასრულა ნუნუ დუღაშვილის გენიალური „კახეთო“ და დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
„ნეტავ, საქართველოში არის ვინმე, რომ არ მღერის? შესანიშნავი ბიჭია…“
„ვაახ, რა ბავშვები გვეზრდება, ჭირიმე თქვენი…“
„რა მაგარი ბიჭი ხარ, სულ გამარჯვებით გევლოს…“
