მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში ალექსანდრე გაბაშვილის ფოტოს გვიზიარებს, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია და წერს, რომ ალექსანდრე გაბაშვილი დღეს სრულწლოვანი გახდა.
ეკა კუპატაძის განცხადებით, „რამდენიმე თვეს ალექსანდრესთვის, არც პასუხისმგებლობა არ გაუზრდია და არც მის ჭურჭელში ადამიანის სული არ ჩაუსახლებია, რადგან მკვლელი ნებისმიერ ასაკში არის მკვლელი“.
„06.06.2026 — ალექსანდრე გაბაშვილი სრულწლოვანი გახდა!!!
❓ რა ქნა მამამ?!
— დააძრო კიკინები?!
❓ რა ქნა რამდენიმე თვემ?!
— მოუმატა აზროვნება?!
❓ რა ქნა რამდენიმე თვემ?!
— გაუზარდა პასუხისმგებლობა?!
❓ რა ქნა რამდენიმე თვემ?!
— ჩაასახლა მის ჭურჭელში ადამიანის სული?!
❓ რა ქნა რამდენიმე თვემ?!
❓ რა ქნა რამდენიმე თვეეეემმმმ?!?!?!
‼️ არც არაფერი!!!!!!!
📌 მკვლე-ლი, ნებისმიერ ასაკში, არის მკვლე-ლი!!! თვეები ვერ ცვლის ადამიანებს!!!“, – წერს ეკა კუპატაძე.
