ჯეისონ მომოა და მისი ყოფილი ცოლი, ლიზა ბონეტი ქალიშვილის, ლოლა მომოას საშუალო სკოლის დამთავრების აღსანიშნავად გამართულ ცერემონიალზე ერთად გამოჩნდნენ.
ყოფილი წყვილი ლოს-ანჯელესში, California State University-ის კამპუსში დააფიქსირეს, სადაც 18 წლის ლოლამ დიპლომი მიიღო. ოჯახმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
ღონისძიებაზე ჯეისონ მომოა ვარდისფერი პერანგით, ღია ფერის შარვლითა და ბერეტით გამოჩნდა, ხოლო ლიზა ბონეტს თეთრ-ნარინჯისფერი საზაფხულო კაბა და სანდლები ეცვა.
ცერემონიამდე გადაღებულ ფოტოებში ჩანს, როგორ კოცნის ჯეისონ მომოა ქალიშვილს ლოყაზე, მოგვიანებით კი ჰავაის ტრადიციული ყვავილების გვირგვინის მორგებაშიც ეხმარება.
„რა ლამაზია ეს გოგო“, „უმშვენიერესი შვილი ჰყავთ“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, ლიზამ და ჯეისონმა ურთიერთობა 2020 წელს დაასრულეს. მათ ორი შვილი ჰყავთ.
ფოტო/ვიდეო: ვარდისფერი კოსტიუმი, ჩუსტი და ლაქი – ჯეისონ მომოა „ვენეციის კინოფესტივალს“ იპყრობს
ფოტო/ვიდეო: ჯეისონ მომოა შეყვარებულია – მსახიობი 12 წლით უმცროს ადრია არიონას ვერ ელევა
დასევდიანებულ ჯეისონ მომოას ნაძვის ხე ყოფილი ცოლის სახლში მიაქვს