ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება.
13 ივნისს ბასიანი საერთაშორისო ფოლკლორული მუსიკის ფესტივალს DISCANTO-ს გახსნის, კონცერტი ქალაქ ტრენტოში, მე-12 საუკუნის მონასტრის ულამაზეს გარემოში Badia di San Lorenzo-ში გაიმართება.
ბასიანი 14 ივნისს, ქალაქ პრატოში, Duomo Di prato, di Santo Stefano-ს ტაძარში, ქართული სიმღერისა და გალობის ანსამბლ „ივერიონთან“ ერთად გამართავს კონცერტს.

ტურნე იტალიის რეგიონის უმბრიას ისტორიულ დედაქალაქში, პერუჯაში 18 ივნისის კონცერტით გაგრძელდება. კონცერტი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში – ,,out-of-season’’ Amici della Musica di Peruga, basilica di S. Pietro-ს ტაძარში გაიმართება.
ბასიანი 20 ივნისს, ვენეტოს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალზე – Internationale di Musica Portogruaro-ს წარდგება, კონცერტს ზღვისპირა ქალაქ კაორლეს, ისტორიული მე-11 საუკუნის duomo di santo Stefano-ს ტაძარი უმასპინძლებს.

ტურნე 21 ივნისს, გორიცას პროვინციაში დასრულდება, ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს Piccolo Opera festival-ში, რომელიც წელს მეცხრამეტედ ჩატარდება. კონცერტი presso il Duomo di Cormons-ს საკათედრო ტაძარში გაიმართება. ტურნეს მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.
