LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi უარყოფს, რომ SU7-ის მორიგი ხანძრის მიზეზი აკუმულატორი გახდა

106
ქირიას NEWS შაბლონი (2)

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა იმ ხანძართან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩინეთში მოხდა და რომლის შედეგადაც ელექტრო სედანი Xiaomi SU7 Ultra მთლიანად დაიწვა. გამოცემა AutoHome-ის ინფორმაციით, კომპანია კატეგორიულად უარყოფს ვარაუდს, რომ ხანძარი აკუმულატორის გაუმართაობამ გამოიწვია.

Xiaomi-ს განცხადებით, კომპანიამ უკვე ჩაატარა საკუთარი გამოძიება – გააანალიზა ავტომობილის მონაცემები და შემთხვევის ადგილზე სპეციალისტებიც გაგზავნა. მათი შეფასებით, გამორიცხულია ე.წ. „თერმული გაქცევის“ (thermal runaway) სცენარი, როდესაც აკუმულატორი უკონტროლო გადახურების გამო იწვება. მწარმოებლის თქმით, ბატარეა ხანძრის დაწყებამდე სრულად გამართულ მდგომარეობაში მუშაობდა.

ამ ეტაპზე Xiaomi არ ასაჯაროებს შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, მათ შორის არც გზის პირობებს და არც ავტომობილის მოძრაობის რეჟიმს. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი და საბოლოო დასკვნის გამოქვეყნება სახანძრო სამსახურის კომპეტენციაა, თუმცა გამოძიებაში, სავარაუდოდ, Xiaomi-ს სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ხანძარს რაიმე საგზაო შემთხვევა თუ უძღოდა წინ.

ცეცხლი ადგილობრივმა მეხანძრეებმა ოპერატიულად ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა არსებული ინფორმაციით, Xiaomi SU7 Ultra იმდენად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები