რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მუშაობას აჩერებს. როგორც სააგენტო BM.ge იუწყება, პირველი ღუმელი ერთ კვირაში გაჩერდება, მეორე კი – იანვრის დასაწყისში.
BM.ge -ის ცნობითვე, ქარხანა სრულად მუშაობას 2019 წლის 15 იანვარს შეწყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილს 2000 ადამიანი დაკარგავს.
არსებული ინფორმაციით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაჩერების მიზეზად ირანიდან არმატურის დემპინგურ ფასად შემოტანა სახელდება.
ქარხნის გაჩერებასთან დაკავშირებით საწარმოს ხელმძღვანელობას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.