4 დეკემბერს, ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიამ ,,ინსტაგრამზე” კევინ ჰარტის ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი კომისკოსი, ,,ოსკარებით” დაჯილდოების რიგით 91-ე ცერემონიალის წამყვანი იქნებოდა.
გაირკვა, რომ 39 წლის ვარსკვლავის ნაცვლად, საღამოს ალ პაჩინო და კეიტ ბლანშეტი წაიყვანენ.
საქმე ისაა, რომ იუმორიტის ყველაზე პრეტიჟული ღონისძიების მთავარ სახედ წარდგენას, საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. მიზეზი იუმორისტის 2009-2011 წლებში ,,ტვიტერზე” გამოქვეყნებული ჰომოფობიური ხუმრობებია, რაზეც აკადემიამ ჰარტს ულტიმატუმი წაუყენა და საჯაროდ ბოდიშის მოხდა ან ,,ოსკარების” წამყვანობის დათმობა მოსთხოვა. ჰარტმა მოთხოვნას უარყოფითი პასუხი გასცა.
მართალია, კევინმა მოგვიანებით ბოდიში მაინც მოიხადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკვე გვიანი იყო.
,,ბოდიშს ვიხდი ხალხის წინაშე, ვისაც ჩემმა სიტყვება გული ატკინა. ჩემი მიზანი არა საზოგადოების გახლეჩა, არამედ გაერთიანებაა. იმედი მაქვს, რომ მომავალში კვლავ შევხვდებით” – დაწერა ჰარტმა.
I'm sorry that I hurt people.. I am evolving and want to continue to do so. My goal is to bring people together not tear us apart. Much love & appreciation to the Academy. I hope we can meet again.
— Kevin Hart (@KevinHart4real) December 7, 2018
შეგახსენებთ, რომ ,,ოსკარები” 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.