LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური Ferrari Enzo ონლაინ აუქციონზე რეკორდულ ფასად – 12,4 მილიონ დოლარად გაიყიდა – ფოტო

125
1428x1428 (1)

ლეგენდარული Ferrari Enzo ონლაინ აუქციონზე რეკორდულ ფასად, 12,399 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს შედეგი პლატფორმა duPont Registry-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ ეს კონკრეტული Enzo ერთადერთია 400 გამოშვებულ ეგზემპლარს შორის, რომელიც ქარხანაში ექსკლუზიურ ფერში – Rosso Dino-ში შეიღება. ფერი ენცო ფერარის უფროსი ვაჟის, დინოს პატივსაცემად შეიქმნა და მისი გამოყენება ამერიკელი კოლექციონერის სპეციალური შეკვეთის საფუძველზე მოხდა.

ავტომობილი პირველად 2003 წელს 662 694 დოლარად შეიძინეს, ხოლო უნიკალური ფერის დამატებითი ღირებულება მაშინ მხოლოდ 2 364 დოლარი იყო.

სუპერქარი აღჭურვილია 6.0 ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, რომელიც 660 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძალა უკანა ბორბლებზე 6 საფეხურიანი სეკვენტური ტრანსმისიის მეშვეობით გადადის.

22 წლის ავტომობილის გარბენი მხოლოდ 6 048 კილომეტრია. 2024 წლის ბოლოს მას სრული ტექნიკური მომსახურებაც ჩაუტარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები