ექიმი-გინეკოლოგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს შესახებ სასარგებლო ინფორმაციას გვიზიარებს.
„საშვილოსნო ერთგვარად მითოლოგიური ორგანოა, რომელიც ქალურობასთან არის დაკავშირებული. რეალურად საშვილოსნო, რაც ჰორმონალურ, არც სქესობრივ ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებს. საშვილოსნო არის კუნთოვანი ორგანო, რომელსაც ერთადერთი ფუნქცია აქვს და ეს არის რეპროდუქცია.
როდესაც ეს ორგანო ქალბატონს უქმნის პრობლემას, ტკივილის ან სხვა დისკომფორტის სახით, მაშინ მას ვუხსნით, რომ მისი ამოღება დიდ ცვლილებას არ შეიტანს მის ცხოვრებაში. დღევანდელმა განვითარებულმა მედიცინამ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქალბატონები ამ ოპერაციას იმდენად აღარ განიცდიან. ნაწიბურებიც აღარ ხვდებათ თვალში. ვაგინალური მეთოდით, ქალბატონს არც ჭრილობა არ აქვს და არც არანაირი უსიამოვნო შეგრძნება“, – ამბობს ნინო ჩოგოვაძე.
