თბილისის მერი, კახი კალაძე დაბადების დღეს ულოცავს მეუღლეს, დიზაინერ ანუკი არეშიძეს.
„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიცოცხლე… მადლობა, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ. შენთან ერთად ყოველი დღე განსაკუთრებულია, რადგან შენ სიყვარული, სითბო და ბედნიერება შემოიტანე ჩემს ცხოვრებაში. გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველა ოცნების ახდენას. მიყვარხარ. გილოცავ დაბადების დღეს…“

