ზუგდიდში, საპატრულო პოლიციის შენობასთან, ავტოავარიის შედეგად ჩხოროწყუს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დაიღუპა.
შემთხვევა ხუბულავას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითს სამარშუტო ტაქსი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას კვეთდა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში შემოყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, გვამს კი მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლი მოსპობა გამოიწვია.