მომხიბვლელი მომღერალი ნინი ყულეჯიშვილი თხოვდება. მას რჩეულმა, თორნიკე ინწკირველმა ხელი ახლახან სთხოვა. „მე ვუთხარი დიახ ჩემს ფავორიტ ადამიანს“, წერს ნინი ვიდეოს აღწერისას.
ნინი ასევე აქვეყნებს ვრცელ სტატუსს და გამომწერებს თავის ბედნიერებას უზიარებს:
„ხშირად მეკითხებოდნენ, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ შენს გულამდე მოვიდესო.
ყველას ახსოვს ჩემი „ოცნების პრინცი“, რომელსაც თეთრ ცხენზე ამხედრებულს ველოდებოდი… და აი, ისიც ჩემი თოკო.
მადლობა უფალს, რომ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს. მადლობა შენ, რომ ასე ძლიერ გიყვარვარ, ასე მაბედნიერებ და ყოველდღე მაგრძნობინებ, რომ ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ.

გულითად მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის, სითბოსთვის, მოლოცვებისა და კეთილი სურვილებისთვის, რაც გაგვიზიარეთ.
და ბოლოს, დიდი მადლობა ჩვენს მშობლებს, რომლებიც ჩვენი ყველაზე დიდი ძალა და საყრდენი არიან. მადლობა, რომ მუდამ ჩვენს გვერდით დგახართ, გვაბედნიერებთ და სიყვარულით გვავსებთ…“
