როგორ მოქმედებს ციფრული გარემო ბავშვის განვითარებაზე? ამ თემაზე პოდკასტში „ჩვენ შორის“ ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი საუბრობს.
მისი განმარტებით, ორ წლამდე ასაკის ბავშვის ტვინი მზად არ არის იმ ინტენსიური ვიზუალური სტიმულაციისთვის, რომელსაც გაჯეტები ქმნის, ამიტომ ამ ასაკში ეკრანთან გატარებულ დროს განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება.
მისივე თქმით, უფროს ასაკში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, რას უყურებს ბავშვი, არამედ ვისთან ერთად უყურებს. თუ მშობელი ჩართულია პროცესში, ეკრანთან გატარებული დრო შეიძლება შემეცნებით გამოცდილებადაც იქცეს – მოკლე, ასაკზე მორგებული ანიმაციები ბავშვისთვის ემოციებზე, ურთიერთობებსა და სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ ეფექტიანი საშუალებაა.
