მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი სტატუსიდან ცნობილი ხდება, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გიგას ყოფილი მოსწავლე, მივიდა მაისურით, რომელზეც გიგას ფოტო იყო წარწერით:
„ეს წარმატება თქვენი შრომის გაგრძელებაა“.
„ასე მივიდა დღეს მათემატიკის გამოცდაზე გოგონა, რომელსაც გიგა ამზადებდა ბოლო 3 წელი…
როგორც აბიტურიენტს, სექტემბერში ვამზადებდი მე, ოქტომბერში სხვა მოსწავლეებთან და მათ ოჯახებთან ერთად დარაჯობდა გიგას სიცოცხლეს…
მერე კი….
გააგრძელა სხვა მასწავლებელთან….
წარმატებები ჩვენო უჭკვიანესო და ულამაზესო ანი!
გიგა ავალიანო, ამაყი ვარ, რომ ვარ შენი დედიკო!
გიგა ავალიანო, არ მოვკვდები თუ შენს სამართალს არ ვიპოვი!!!“, – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
