LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვიცოდეთ UV ლამპებისა და „შილაკის“ შესახებ – პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სამეცნიერო კვლევის შესახებ

329
გიორგი ფხაკაძე

რა უნდა ვიცოდეთ UV ლამპებისა და გელის მანიკურის შესახებ?

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ლაბორატორიული კვლევის შესახებ წერს, რომლის თანახმადაც UV/UVA ლამპების გამოსხივებამ შეიძლება უჯრედების დაზიანება და დნმ-ის მუტაციები გამოიწვიოს, თუმცა მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ გელის მანიკური ადამიანებში პირდაპირ იწვევს კანის კიბოს:

„UV ლამპები და გელის მანიკური — რას ამბობს მეცნიერება?

ბოლო დღეებში ეს თემა აქტიურად განიხილება. ამიტომ — მხოლოდ ფაქტები:

🔹 ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ UV/UVA ლამპების გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედების დაზიანება და დნმ-ის მუტაციები. (1)

🔹 ამ ეტაპზე არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ გელის მანიკური ადამიანებში პირდაპირ იწვევს კანის კიბოს. (2)

🔹 სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია ცალკეული შემთხვევები, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ არის. (3)

🔹 დერმატოლოგები რეგულარული მომხმარებლებისთვის რეკომენდაციას უწევენ სიფრთხილის ზომებს — SPF 30–50 ხელებზე ან UV-დამცავ ხელთათმანებს. (4)

📌 დასკვნა: დღეს არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ არსებობს ბიოლოგიური საფუძველი სიფრთხილისთვის, თუმცა ადამიანებში კანის კიბოს გაზრდილი რისკი ჯერ დამაჯერებლად დადასტურებული არ არის.

ფაქტები მნიშვნელოვანია — არა შიში და არა უარყოფა“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები