საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 15 ივლისიდან, China Eastern Airlines თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში სამჯერ – ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ იფრენს.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
