აგვისტოში RM Sotheby’s-ის აუქციონზე განსაკუთრებული Pagani Huayra Roadster გამოჩნდება, რომლის ღირებულება 5-7 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
ავტომობილი, სახელწოდებით Executor, 2024 წელს სპეციალური შეკვეთით შეიქმნა – მიუხედავად იმისა, რომ Huayra Roadster-ის ოფიციალური წარმოება 2022 წელს დასრულდა.
სუპერქარს დღემდე მხოლოდ 85 კილომეტრი აქვს გავლილი და პრაქტიკულად ახალივით მდგომარეობაშია. მისი მთავარი უნიკალურობა კი ისაა, რომ მსოფლიოში ერთადერთი ღია ძარიანი Pagani Huayra-ა, რომელიც 7 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.

Executor-ის ექსკლუზიურობას ხაზს უსვამს ლურჯი კარბონის ძარა, ინდივიდუალური აეროდინამიკური პაკეტი და სპეციალურად ამ მოდელისთვის შექმნილი ინტერიერი.
ძრავის ქვეშ დამონტაჟებულია Mercedes-AMG-ის 6.0 ლიტრიანი V12 ტვინ-ტურბო, თუმცა Pagani-მ ის მნიშვნელოვნად გადაამუშავა. სიმძლავრე 754 ცხენის ძალიდან 846 ცხენის ძალამდე გაიზარდა, რაც Executor-ს ტრეკისთვის შექმნილ Huayra R-ზეც კი უფრო მძლავრს ხდის.

კომპანიის შეფასებით, ეს მოდელი Pagani-ს ინდივიდუალური შეკვეთების პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია, ხოლო კოლექციონერებისთვის მისი იშვიათობა და უნიკალური კონფიგურაცია მილიონობით დოლარის ღირებულებას განაპირობებს.