LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად ხშირია საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციები საქართველოში? – რას ამბობს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, საშა კალანტაროვი

310
საშა კალანტაროვი

რამდენად ხშირია საქართველოში საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციები? – YouTube პოდკასტში, Radvision პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, საშა კალანტაროვი ამბობს, რომ აღნიშნული ოპერაციის მსურველები დღესაც არიან საქართველოში ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში თუმცა, მისი თქმით, რეალურად ეს ოპერაცია არასოდეს არ იყო იმდენად ხშირი, რამდენადაც ამაზე ხაზგასმა ხდებოდა საზოგადოების მხრიდან:

„ეს ოპერაცია აკრძალული არ არის, ჩვენ ვთვლით, რომ ეს გადმონაშთია ალბათ რაღაცის. მე ვერ შევაფასებ მაგას რა არის ეს. აქ ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ ქალბატონის სურვილს. ჩვენც ადამიანები ვართ, გვესმის ყველაფერი, გვესმის სოციუმში რაც ხდება. ჩემთვის, როგორც ქირურგისთვის, ეს იგივენაირი სურვილია, როგორც მოდის პაციენტი და მეუბნება, მე არ მომწონს ჩემი ცხვირი, ან მინდა დიდი მკერდი…“ – ამბობს კალანტაროვი.

კითხვაზე, ახლაც არიან თუ არა, ამ ოპერაციის მსურველები, კალანტაროვმა უპასუხა, რომ დიახ:

„ეს ყველგან ხდება, რეალურად ეს ოპერაცია არასოდეს არ იყო იმდენად ხშირი. ჩემი ხედვაა, რომ ეს არის პრობლემა, რომ ეჯახება გოგონა ან ქალბატონი ამ პრობლემას იმის მერე, როდესაც შეხვდება ვიღაცა მამაკაცი, ანუ თავისით, რომ უბრალოდ მე მინდა (ეს ოპერაცია) ეს ძალიან იშვიათია…“ – ამბობს კალანტაროვი.