LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენი აზრით, როგორი შეგრძნებაა, როცა აეროპორტი თქვენთვის იხურება?..“ – მოდელ ლუსი მანჯავიძის ფოტოსესია, რომლის ავტორიც ზურა ბურჯანაძეა

660
ზურა და ლუსი

ფოტოგრაფი ზურა ბურჯანაძე გვიზიარებს აეროპორტში მის მიერ გადაღებულ ფოტოსესიას, სადაც თვითმფრინავთან პოზირებს მოდელი ლუსი მანჯავიძე:

„თქვენი აზრით, როგორი შეგრძნებაა, როცა აეროპორტი თქვენთვის იხურება? მქონდა შესაძლებლობა მიმეღო ეს გამოცდილება მოდელ ლუსი მანჯავიძესთან ერთად, რომელმაც ეს საოცარი გადაღება თავის თავს დაბადების დღეზე აჩუქა…“

ზურა ბურჯანაძემ გარკვეული პერიოდის წინ სწორედ fortuna.ge-სთან ისაუბრა იმის შესახებ, როგორ ხვდებიან მის ფოტოობიექტივში ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები.

ზურას პორტფოლიოში, რომელიც მის „ინსტაგრამ“ გვერდზე უკვე ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება და უკვე მისი, როგორც ხელოვანის, ერთიანი ხედვის ნაწილია, მსოფლიოში აღიარებულ უამრავ ცნობილ სახეს შეხვდებით. Chiara Ferragni, Diletta Leotta, Devon Carlson და Ellie Thumann, myss Keta. ფოტოგრაფმა ითანამშრომლა ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორებიც არიან Alex Consani, Lavieenbluu, Leonie Hanne, Jessica Goicoechea და Clara Soccins. ზურამ ასევე შექმნა პორტრეტები ისეთი საერთაშორისო ვარსკვლავების, როგორებიც არიან Demi Moore, Mathilda gvarliani, Serena Williams, Ren Meguro, Davikah, Ghali, Jin, He Cong და Nini Captainmiao.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები